Sunday, July 19, 2015

მე 9 დღე

ინდივიდუალურად ყველა პედაგოგმა გავაკეთეთ ჩვენს მიერ გაკეთებული სასწავლო პროექტის პრეზენტაცია,იყო შენიშვნებიც, კითხვებიც მაგრამ საბოლოო ჯამში გაკეთებული პროექტები წარმატებული აღმოჩნდა.ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნინო მარგიშვილს ჩვენთან გაწეული მუშაობისათვის

მე-8 დღე

შევქმენით დამხმარე რესურსი,რომელიც გამოგვადგება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის,ვისწავლეთ პორტფოლიოს ბლოგზე ატვირთვა

ფიზიკური სხეულები ,ფიზიკური მოვლენები და სიდიდეები

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Friday, July 17, 2015

მე-7 დღე

ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე.
განვიხილეთ მე-5 მოდული,მოსწავლეთა პროექტების შეფასება.ამ მოდელში გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები.შევქმენით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა.
ვისწავლეთ დიფერენცირებული სწავლება.
დავწერეთ მე 7 დღის რეფლექსია

Sunday, July 12, 2015

მე-6 დღე


დავწერეთ თუ რა   საბაზისო  უნარ -ჩვევები უნდა გააჩნდეს მოსწავლეს პროექტის სსშესაქმნელად.

დავიწყეთ სასწავლო პროცედურების წერა.
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.რათა  მოსწავლესთვის ადვილი იყოს პრეზენტაციის გაკეთება.
დავწერეთ დღის რეფლექსია.
დავწერეთ კომენტარები.

Saturday, July 11, 2015

მე-5 დღე
მოვახდინეთ შეფასების შეჯამება.
განვიხილეთ მესამე მოდული.
ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ
ვისწავლეთ თუ როგორ მოვიძიოთ ინტერნეტში ინფორმაცია და დავამყაროთ ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან.
yotube -ს საშუალებით მივიძიეთ ჩვენთვის  საინტერესო თემა და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე
დავწერეთ კომენტარები

VII კლასი. #1.6. რას შეისწავლის ფიზიკა